ინფორმაცია მთავრობის წევრთა ხელფასების შესახებ ერთ საიტზე განთავსდა

მთავრობის წევრთა ხელფასების, პრემიებისა და მივლინების ხარჯების შესახებ ინფორმაცია დღეიდან მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდა.  ახალ ვებ გვერდზე, www.opendata.ge განთავსებულია  მონაცემები სამინისტროთა ბიუჯეტებისა და სარეზერვო ფონდების შესახებ. აქვე შესაძლებელია მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების ხელფასებისა და პრემიების, ასევე მათ მიერ საკომუნიკაციო და საწვავზე დახარჯული თანხების ოდენობის მოძიება.

ვებ გვერდზე განთავსებული მასალა სამინისტროების მიერ მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა. პროექტი ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა” მიზნად ისახავს საჯარო უწყებების გამჭვირვალეობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას, საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობას და გამჭვირვალეობას და ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრების გზით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობას. პროექტს, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ არის დაფინანსებული, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს. 

კომენტარები