სომხეთის კათოლიკოსმა სომხური ეკლესიების დაბრუნება ისევ მოითხოვა

სრულიად სომხეთის კათოლიკოსმა, გარეგინ მეორემ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული სომხური ეკლესიების დაბრუნების საკითხი ევროპარლამენტის დეპუტატთან შეხვედრისას განიხილა. ამის შესახებ ეჩმიაძინის პრეს სამსახურზე დაყრდნობით, რადიო ეხო კავკაზა იუწყება.

”შეხვედრაზე მხარეებმა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, აზერბაიჯანში სომხური კულტურის ძეგლების განადგურების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური ეკლესიის საკითხები და სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის იურიდიული სტატუსის პრობლემა განიხილეს,” ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში. 

ამ დროისთვის თბილისში სულ ორი სომხური ეკლესია მოქმედებს. სომხური მხარე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კიდევ ხუთი ეკლესიის კუთვნილების შესახებ დაობს.

კომენტარები