TI Georgia: ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გამოსახლების პროცესი ნათლად აეხსნა

ფონდმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დევნილების გამოსახლების მიმიდინარე პროცესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების მთავარი პრობლემა საზოგადოებასთან   არასაკმარისი კომუნიკაციაა. ”სამწუხაროდ, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ნათლად აეხსნა თუ როგორ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს გამოსახლებაზე, ფულად კომპენსაციასა და პრიორიტეტებზე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ,” ნათქვამია ანგარიშში ”ცოტას თუ ესმის, რომ ამ პროცესში მთავარ როლს ისეთი პრაგმატული შეხედულებები თამაშობს, როგორიცაა ხარჯები და მოცულობა, თუმცა ასეთი ხარჯ-ეფექტური მიდგომის მთავარი მინუსი ისაა, რომ ყველაზე მოწყვლადი ოჯახები ხშირად ვერ იღებენ სარგებელს.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ამჟამინდელი გამოსახლებები არის ნაწილი 2010 წლის აგვისტოში დაწყებული პროცესისა, როდესაც 33 დროებით თავშესაფარში (და სამ კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა რამოდენიმე ათასი ოჯახი უნდა გამოესახლებინათ. საზოგადოების ფართო გამოხმაურების შემდეგ, პროცესი დროებით შეჩერებულ იქნა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად შეადგინა ის პროცედურები, რომელთაც მომავალი გამოსახლებების სამართლიანობა და საქართველოს კანონთან შესაბამისობა უნდა უზრუნველეყო.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ”დროებითი თავშესაფარის” და ”კომპაქტურად განსახლების ობიექტის” დიფერენცირება. ”თუმცა ამას ძირითადად ყურადღებას არავინ აქცევს და ეს ორი ტერმინი არამართებულად გამოიყენება. დროებითი თავშესაფრები აშენდა დევნილთა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გამოექცა აგვისტოს ომს, მაშინ როდესაც, კომპაქტურად განსახლების ობიექტი, ოფიციალურად დაარსდა 1996 წელს და გათვალისწინებული იყო 1990–იანების კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილებისათვის. დღესდღეობით მიმდინარე გამოსახლებები ეხება დროებით თავშესაფრებში არალეგალურად მცხოვრებ დევნილებს, არ უნდა მოხდეს ამ პროცესისა და კომპაქტურად განსახლების ობიექტიდან გამოსახლების პროცესის ერთმანეთში არევა,” ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის სრული ვერსია

http://www.transparency.ge/blog/pidzulebit-gadaadgilebul-pirta-gamosakhleba-mtavari-sakitkhebip

თბილისი, გამოსახლება, დევნილები, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
 

კომენტარები