ევრო 2013: შესარჩევი ტურნირი — ჩვენი მეტოქეები ცნობილია

 დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას სათავო ოფისში ევროპის 2013 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა: საქართველოს ნაკრები მე-5 ჯგუფში მოხვდა ესპანეთის, შვეიცარიის, ხორვატიის და ესტონეთის გუნდებთან ერთად.

 

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წარსულში ყველა მეტოქესთან უთამაშია, ევრო 2011-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ოთარ გაბელიას გუნდი შვეიცარიის და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად იბრძოდა: შვეიცარიასთან ჩვენმა გუნდმა შინ ფრედ 0:0 ითამაშა, ხოლო სტუმრად 0:1 დამარცხდა, ესტონელებთან პაექრობაში კი მეტოქეებმა საშინაო მატჩები ერთნაირი ანგარიშით - 2:0 მოიგეს.

 

10 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულებს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება, რომლებიც ფლეი-ოფში ფინალური ეტაპის 7 მონაწილეს გამოავლენენ. 2013 წლის ივნისში კონტინენტის პირველობას ისრაელი უმასპინძლებს.

კომენტარები