ევროკავშირის 6 ქვეყანა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისთვის დაფინანსების შემცირებას მოითხოვს

ევროკავშირის წევრმა ექვსმა ქვეყანამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კეტრინ ეშტონს  მოუწოდა, რომ კავშირმა შეამციროს ფინანსური დახმარება მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ და გაზარდოს ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დაფინანსება. საფრანგეთის, ესპანეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, მალტის და სლოვენიის ეს ინიციატივა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიმდინარე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

ეშტონისადმი მიწერილ წერილში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადენენ, რომ 2007-2013 წლებისთვის ევროკავშირის მიერ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გამოყოფილი 12 მილიარდი ევროდან მხოლოდ 1.80 ევრო იხარჯება ერთ სულ მოსახლეზე ეგვიპტეში, 7 ევრო ერთ სულ მოსახლეზე ტუნისში, ხოლო 25 ევრო ერთ სულ მოსახლეზე მოლდოვაში.  საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფის აზრით, დაფინანსების არსებული სქემა ”ასიმეტრიულია.” ”რეგიონში დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე, აუცილებელია ამ ფინანსური პაკეტების გადახედვა,” ნათქვამია წერილში. 

კომენტარები