მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მთავრობა აგრარულ მთავრობად უნდა გადაიქცეს

სოფლის მეურნეობის  მინისტრს, ბაკურ კვზერელს დღეს პრეზიდენტმა სამინისტროს "სამხედრო შტაბად" გადაქცევა დაავალა იმისათვის, რომ ”სასწარფოდ მოხდეს სოფლის მეურნეობის, მოსავლიანობის, ნაყოფიერების ამაღლება”. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.  "ამ შუასაუკუნეობრივი სოფლის მეურნეობიდან 21-ე საუკუნის სოფლის მეურნეობაზე უნდა გადავიდეთ და ამას ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ მოდერნიზაციის ფარგლებში 2015 წლამდე, არამედ უახლოესი 12-18 თვის განმავლობაში,” აღნიშნა სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით,  სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გარეშე  სოფლის მეურნეობაში კონკრეტული შედეგის მიღწევა შეუძლებელია და მთავრობა უნდა გადაიქცეს ”აგრარულ მთავრობად, რომელიც იმაზე იმუშავებს, რომ საკუთარი მოქალაქეები გამოკვებოს.”  სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ პრობლემად პრეზიდენტმა სარწყავი არხები დაასახელა. მისი თქმით, ეს პრობლემა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  უნდა გადაწყდეს. ”მთავარია, რომ სარწყავი წვეთოვნები დავდგათ ყველგან და ამის შედეგს ვნახავთ. ეს უნდა დავიწყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად შეგვიქმნეს სარწყავი წყლის პრობლემა, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიებზე,” განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მთავრობას სპეციალური გაფართოებული შტაბის შექმნა დაავალა, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებზე, საწარმოების შექმნაზე და დასაქმებაზე იმუშავებს. მისი თქმით  შეხვედრები  აგრაგულ კომპლექსში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად რეგულარული გახდება. 

კომენტარები