კუჩმა ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით ჯვარედინ დაკითხვას დათანხმდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი  ლეონიდ კუჩმა სახელმწიფო დაცვის ყოფილ ოფიცერთან, ნიკოლაი მილჩენკოსთან ჯვარედინ დაკითხვაზე  მივიდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, კუჩმა ეჭვმიტანილია ოპოზიციონერი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან კავშირში.  გამოძიება თვლის, რომ  ჟურნალისტის მკვლელობა  პრეზიდენტ კუჩმას ”არაკანონიერმა განკარგულებებმა” გამოიწვია.  ოთხშაბათს კუჩმამ მილჩენკოსთან ჯვარედინ დაკითხვაზე უარი თქვა, თუმცა ხუთშაბათს გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ თუ ეს გენერალური პროკურატურის მოთხოვნაა, ჯვარედინ დაკითხვაში მონაწილეობას მიიღებს.

 ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს დაიკარგა. მისი დაკარგვიდან ცოტა ხანში  მედიაში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ,   ნიკოლაი მილჩენკომ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ლეონად კუჩმას კაბინეტში ჩაწერა. ჩანაწერზე ისმის, რომ ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, კუჩმაა,  ბრძანებას იძლევდა  ჟურნალიტს ”გაუსწორდნენ”. 

ოთხშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურატურის ბრალდებები კატეგორიულად უარყო. 

კომენტარები