17-წლამდელებმა შანსი დაკარგეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/gff.png##fbimage#
წლის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაივლის. ეს უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ. საფრანგეთის ქალაქ ნანტში მიმდინარე საკვალიფიკაციო ელიტ-რაუნდში ახალგაზრდა ქართველებმა სამი შეხვედრიდან ჯერჯერობით ორი გამართეს და ორივეში დამარცხდნენ.

 პირველ დღეს კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა მასპინძელ ფრანგებს ვერაფერი მოუხერხეს და 2:0 დათმეს შეხვედრა. გუშინ კი უკვე ბელორუსებს ეთამაშნენ და მატჩი 1:0 წააგეს.

ერთადერთი ბურთი საქართველოს ნაკრების კარში შეხვედრის 23-ე წუთზე გავიდა. თავი ბელორუსთა მერვე ნომერმა პაველ სავიცკიმ გამოიჩინა. ამ წაგების შემდეგ ჩვენი გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე გადავიდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს საფრანგეთში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. შეჯიბრების დასკვნით დღეს ისინი ნორვეგიელებს დაუპირისპირდებიან. სკანდინავიელები ორი ტურის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილზე არიან.

მათ უკვე დაამარცხეს ბელორუსები ანგარიშით 5:1 და შემდეგ ფრეს 2:2 ეთამაშნენ ფრანგებს. ახლა ბურთების უკეთესი შეფარდებით სწორედ ისინი ლიდერობენ და ჩვენთან გამარჯვების შემთხვევაში ძნელად თუ დაუთმობენ ადგილს ვინმეს.

 ბელორუსია - საქართველო 1:0

გოლი: პაველ სავიცკი (23 წთ)

ბელორუსიის ნაკრები: ფრანცკევიჩი, შასცილოუსკი, ფომინი (ზილი 70 წთ), სავიცკი, კოზლოვსკი, ბელიავსკი (კაპიტანი) (მილიაჩენკო 80 წთ), კომაროვი (რასადკინი 54 წთ), ზატენკო, კარპოვიჩი, ლუკიანჩუკი, დუგელი

საქართველო: თებიძე (კაპიტანი), მთივლიშვილი, ცნობილაძე, ჭიღვარია, გოგიჩაიშვილი (ექვთიმიშვილი 51 წთ), ჰუფნაგელი, ენდელაძე, ფანცულაია (მარკოზაშვილი 41 წთ), სამუშია,  ტარკაშვილი (ზივზივაძე 41 წთ), მონიავა

კომენტარები