კოტ-დივუარის არაღიარებული პრეზიდენტის სასახლეზე უტარას მომხრეებმა იერიში მიიტანეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/gbago.png##fbimage#
კოტ-დივუარის საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული პრეზიდენტის, ალასან უტარას ძალებმა აბიჯანში პრეზიდენტ ლორან გბაგბოს რეზიდენციაზე მიიტანეს იერიში. ტელეკომპანია ევრონიუსის ცნობით, არაღიარებული პრეზიდენტი  სწორედ ამ რეზიდენციის ბუნკერს აფარებს თავს.

უცხოური საინფორმაციო სააგენტოები ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დედაქალაქის ქუჩებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან. გბაგბომ, რომელმაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება არ აღიარა და პოსტის დათმობაზე უარი განაცხდა, გუშინ გვიან ღამით უარყო ცნობები იმის შესახებ, თითქოს ის დანებებას აპირებდა.

”მე გავიმარჯვე არჩევნებში და ჩემს წასვლას არ განვიხილავ. სრულიად დაუჯერებელია, რომ მთელი მსოფლიო თამაშობს ამ პოკერს,” აღნიშნა გბაგბომ ერთ-ერთ ფრანგულ სატელევიზიო არხთან საუბარში. სწორედ ამ განცხადების შემდეგ გადაწყვიტეს უტარას მომხრეებმა გბაგბოს რეზიდენციაზე თავდასხმა. უტარამ განაცხადა, რომ მის მეტოქეს ”უბრალოდ დრო გაჰყავს.”

სამხედრო დაპირისპირება გბაგბოსა და უტარას მომხრეებს შორის უკვე ერთ თვეზე მეტია გრძელდება. 

კომენტარები