ჩოგბურთი: ტატიშვილი დამარცხდა, მაგრამ ასეულშია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩარლსტონში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე, ქართველი ანა ტატიშვილის წარმატებული სვლა შეწყდა. მერვედფინალურ შეხვედრაში ის ბელგიელ, მეექვსე ნომრად განთესილ იანინა ვიკმაიერთან 4:6, 5:7 დამარცხდა.

მანამდე ანამ ჯერ საკვალიფიკაციო ბადეში მოიგო ორი შეხვედრა, შემდეგ უკვე ძირითად ბადეში გადმოვიდა და იქაც ბევრისათვის მოულოდნელად ჯერ ელენა დოკიჩი დაამარცხდა, შემდეგ კი სენსაციური მარცხი აგემა მარია კირილენკოს.

ტატიშვილი ბელგიელ ჩოგბურთელს კარიერაში მეორედ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად ღირსეულად ებრძოლა და მეტოქეს დიდი თავსატეხიც გაუჩინა.

ჩარლსტონის ტურნირის მერვედფინალში გასვლით ანამ ფაქტობრივად გაინაღდა შემდეგი კვირის რეიტინგში, მსოფლიოს ქალთა საუკეთესო ასეულში მოხვედრა. ბოლო მონაცემებით ის 115-ე ადგილზე იყო.

ასეთი შედეგისათვის კი ლეილა მესხის შემდეგ არცერთ ქართველ ქალ ჩოგბურთელს არ მიუღწევია. ანა ტატიშვილი 21 წლის ასაკში შევა ასეულში და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ალბათ საკმაოდ დიდი ხნითაც დაიკავებს იქ ადგილს.

კომენტარები