Google Earth-ზე მომხმარებლებმა სავარაუდოდ ბინ ლადენის რეზიდენცია იპოვეს

ფოტო: www.powerlineblog.com
ბინ ლადენის რეზიდენცია
კომპანია Google-ის ერთ-ერთი პოპულარული სერვისის, Google Earth-ის მომხმარებლებმა სავარაუდოდ იმ საცხოვრებელ კომპლექსს მიაგნეს, რომელშიც ალ-ყაიდას ლიდერი უსამა ბინ ლადენი ცხოვრობდა. სავარაუდოდ, პაკისტანის დედაქალაქთან ახლოს, ქალაქ აბოტაბადში მდებარე სწორედ ამ სახლზე განახორციელეს აშშ-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა შეტევა, რომლის შედეგადაც ბინ ლადენი გარდაიცვალა.

უცხოური მედიის ცნობით, ბინ ლადენის სახლში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. ძვირადღირებულ კომპლექსს გარს სქელი კედელი ერტყა, შენობაში არ იყო ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.  ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, კომპლექსი, რომელშიც ბინ ლადენი ცხოვრობდა სულ 700 მეტრში მდებარეობს პაკისტანის სამხედრო აკადემიიდან. ეს აკადემია ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლად ითვლება პაკისტანში.

კომენტარები