#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/skype.png##fbimage#
კომპანია Microsoft-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია Skype Technologies-თან ამ უკანასკნელის შესყიდვის მიზნით. ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal-ი იუწყება. ამერიკული გამოცემის მიხედვით, Microsoft-ი მზად არის 8.5 მილიარდი დოლარი გადაიხადოს Skype-ის სანაცვლოდ. თუ გარიგება შედგება, ეს Microsoft-ის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება.უცხოური მედიის ცნობით, ორივე კომპანიის წარმომადგენლები ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებებს Goldman Sachs-ი და JPMorgan-ი აწარმოებენ, წერს ამერიკული გაზეთი.
2006 წელს ინტერნეტ აუქციონის სახლმა eBay-მ Skype-ი 2.6 მილიარდ დოლარად შეიძინა, ხოლო 2009 წელს კომპანიის 70 პროცენტი 2 მილიარდ დოლარად გაყიდა. ამ დროისთვის Skype-ის აქციათა უდიდეს ნაწილს ინვესტორთა ჯგუფი ფლობს.
Skype-ს მსოფლიოს მასშტაბით 663 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.