აფეთქება პაკისტანში - თალიბების ”შურისძიება”

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/afetqeba1.png##fbimage#
პაკისტანის ქალაქ შაბკადარში თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი სამხედრო მოსამზადებელ ცენტრთან აიფეთქეს. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, აფეთქებას 80 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის თქმით, გარდაცვლილთა უმრავლესობა სასწავლო ცენტრის კადეტები არიან. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში 100-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.
  
წინასწარი მონაცემებით, სამხედრო სასწავლებლის შესასვლელთან ერთმანეთის მიყოლებით ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა თავის თავზე დაჯგუფება თალიბანმა აიღო. მათი თქმით, ეს ალ-ყაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციისთვის შურისძიების პირველი აქტია.

უცხოური მედიის ცნობით, ალ-ყაიდას ამ რაიონში თავისი წარმომადგენლობა არ აქვს, თუმცა, ექსპერტების აზრით, ადგილობრივ თალიბებს შეუძლიათ სხვა თავდასხმების ორგანიზებაც, ბინ ლადენის ლიკვიდაციის გამო შურისძიების მიზნით. 

კომენტარები