ტატიშვილმა ვერ დაიჯერა და წააგო

პროფესიულ საჩოგბურთო კარიერაში პირველად ითამაშა დიდი მუზარადის ძირითად ბადეში ქართველმა ანა ტატიშვილმა. პირველივე შეხვედრის ჩატარება მას ფილიპ შატრიეს სახელობის ცენტრალურ კორტზე მოუწია. საფრანგეთის ღია პირველობაზე მისი მეტოქე მასპინძელი, მარიონ ბარტოლი იყო.

მსოფლიოს 106-ე ჩოგანმა, ანა ტატიშვილმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველ სეტში მოულოდნელად დიდი ანგარიშით - 6:1 გაიმარჯვა. თუმცა შემდეგ, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვეღარ გაუძლო და მომდევნო ორი სეტი ფაქტობრივად, უბრძოლველად დაუთმო გამოცდილ მოწინააღმდეგეს. მატჩის საბოლოო ანგარიში 6:1, 2:6, 1:6 იყო.

თუმცა, ბოლო პერიოდში ტატიშვილის ტემპს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ წლევანდელი საფრანგეთის ღია პირველობის ძირითადი ბადე  მის კარიერაში უკანასკნელი მსგავსი მიღწევა არ იქნება. 

კომენტარები