თალიბების „შურისძიების“ მეოთხე აქტი პაკისტანში

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/ffffffffff.png##fbimage#
ოთხი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა პაკისტანის ქალაქ პეშავარში პოლიციის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, პეშავარის ცენტრში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ პოლიციის შენობა, რომელიც პაკისტანის ერთ-ერთ სამხედრო ბაზასთან და აშშ-ს საკონსულოსთან ახლოს მდებარეობს, თითქმის მთლიანად დაინგრა.
  
ტერაქტზე პასუხისმგებლობა თავის თავზე დაჯგუფება თალიბანის პაკისტანურმა ორგანიზაციამ აიღო. ეს ალ-ყაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ პაკისტანელი თალიბების მიერ განხორციელებული მეოთხე ტერორისტული აქტია. 13 მაისს პაკისტანის ქალაქ შაბკადარში თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი სამხედრო მოსამზადებელ ცენტრთან აიფეთქეს. ორ აფეთქებას 80 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა თავის თავზე თალიბანმა აიღო. დაჯგუფების ლიდერების თქმით, ეს ბინ ლადენის ლიკვიდაციისთვის შურისძიების ”პირველი აქტი” იყო.

23 მაისს თალიბანის 20-მდე მებრძოლი პაკისტანის ქალაქ ყარაჩის ავიაბაზაზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. 18-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ პაკისტანელმა სამართალდამცველებმა შეტევების მოგერიება შეძლეს. ინციდენტის შედეგად 12 პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. 

 

კომენტარები