ლატვიის პრეზიდენტი ყოფილი ბანკირი გახდა

ლატვიის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ყოფილი ბანკირი და მოქმედი დეპუტატი, ყოფილი პრემიერ მინისტრი, ანდრის ბერზინში აირჩია. არჩევნების მეორე ტურში მას 53-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ლატვიის კანონმდებლობის მიხედვით, გამარჯვებისთვის კანდიდატს მინიმუმ 51 ხმა სჭირდება. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც რამდენიმე საათით ადრე გაიმართა, ხმათა საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მოქმედმა პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა 43, ხოლო ბერზინშმა 50 ხმა მიიღო.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ლატვიაში პოლიტიკური ვითარება პრეზიდენტ ზატლერსის სატელევიზიო გამოსვლამ დაძაბა. ზატლერსმა პარლამენტის წევრები მოსამართლეთა უპატივცემლობაში დასდო ბრალი სეიმის დათხოვნის მიზნით რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა. ლატვიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმი 23 ივლისისთვის დანიშნა. 

კომენტარები