არგენტინაში მოგება გაიხსენეს

კოპა ამერიკაზე მესამე სათამაშო დღე დასრულდა და ამით ფაქტობრივად პირველი ტურის შეხვედრები ყველა ჯგუფში ამოიწურა. დღეს გამთენიისას ჩილეს ნაკრებმა პირველი გოლის გაშვების მიუხედავად საბოლოოდ 2:1 დაამარცხა მექსიკის ნაკრები, ურუგვაიმ კი სხვა ფავორიტების მსგავსად ფრედ დაასრულა თავისი მატჩი - პერუსთან 1:1. პირველი ტურის ექსვი შეხვდრიდან ოთხი ფრედ დასრულდა. მოგება ვერ მოახერხეს სამხრეთ ამერიკული კონტინენტის ყველაზე ტიტულოვანმა წარმომადგენლებმა- არგენტინელებმა, ბრაზილიელებმა და ურუგვაელებმა. გამარჯვება მხოლოდ ორმა გუნდმა შეძლო - კოლუმბიამ და ჩილემ. ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოაწონა ყველას თავი და ამჯერადაც სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა.

ახლა არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე ერთდღიანი შესვენება გამოცხადდა. გუნდები უკვე შემდეგი დღიდან გააგრძელებენ ასპარეზობას. მეორე ტურის შეხვედრები ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, რადგან ფავორიტებს თავისი თამაშები აუცილებლად მოსაგები აქვთ.

A ჯგუფი

არგენტინა - ბოლოვია 1:1

კოლუმბია - კოსტა რიკა 1:0

B ჯგუფი

ბრაზილია - ვენესუელა 0:0

პარაგვაი - ეკვადორი 0:0

C ჯგუფი

ჩილე - მექსიკა 2:1

ურუგვაი - პერუ 1:1

კომენტარები