ურუგვაიმ იპირველა და კოპა მონტევიდეოში წაიღო

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრები კოპა ამერიკას 2011 წლის გათამაშების ჩემპიონი გახდა. მათ უკვე მეთხუთმეტედ მოახერხეს სამხრეთ ამერიკისა და მსოფლიოს უძველეს საფეხბურთო ტურნირში გამარჯვება. დღეს გამთენიისას, ბუენოს აირესში ესტადიო მონუმენტალზე გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის შეგირდებმა პარაგვაელები  3:0 დაამარცხეს.

ანგარიში პირველი ტაიმის მეთერთმეტე წუთზე, საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ლუის სუარესმა გახსნა. ამას ორი გოლი პირველი და მეორე ნახევრის მიწურულს ურუგვაის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ დიეგო ფორლანმა დაუმატა.

წლევანდელი კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი პერუს ნაკრების ფორვარდი, პაოლო გერერო გახდა. ამ მოთამაშემ ტურნირზე ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა. რაც ყველაზე მთავარია, გერერომ მესამე ადგილისათვის გამართულ დაპირისპირებაში ვენესუელის ნაკრებთან უდიდესი როლი შეასრულა. პერუელმა სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. მისმა ნაკრებმა კი საბოლოოდ მეორე ტაიმის მიწურულს მაინც მოახერხა მეტოქის გატეხვა და 4:1 დამარცხება. აღნიშნული გამარჯვებით გერერო და პერუელები 2011 წლის კოპა ამერიკის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

 

კოპა ამერიკა, მატჩი მესამე ადგილისათვის

პერუ - ვენესუელა 3:0

გოლები: 1:0 ჩიროკი (41), 2:0 გერერო (64), 2:1 არანგო (79), 3:1 გერერო (89), 4:1 გერერო (90)

წითელი ბარათი: რინკონი (58 წთ.)

პერუ: ფერნანდესი, რევორედო, როდრიგესი, კორსო, რამოსი, იოტუნი, ბალბინი, კრუსადო (ადვინკულა, 78 წთ.), ლობატონი (გევარა, 60), ჩიროკი, გერერო

ვენესუელა: ვეგა, როსალესი, ვისკარონდო, რეი, ჩიჩერო, რინკონი, ოროსკო, სეიხასი (ლუსენა, 46), გონსალესი (არანგო, 67), მიკუ (რონდონი, 61), მალდონადო

 

კოპა ამერიკა, ფინალი

ურუგვაი - პარაგვაი 3:0

გოლები: 1:0 სუარესი (11), 2:0 ფორლანი (41), 3:0 ფორლანი (89)

ურუგვაი: მუსლერა, მ. პერეირა, ლუგანო, კოატესი, კასარესი (გოდინი, 86), პერესი (ეგურენი, 70), რიოსი, გონსალესი, ა. პერეირა (კავანი, 63), სუარესი, ფორლანი

პარაგვაი: ვილარი, პირისი, და სილვა, ვერონი, მარეკოსი, ორტიგოსა, რივეროსი, კასარესი (პერესი, 64), ვერა (ესტიგარიბია, 64), ვალდესი, ზებალოსი (ბარიოსი, 76)

კომენტარები