მედვევდევი საქართველოში მყოფი საოკუპაციო სამხედრო ბაზების მოქმედების წესის რატიფიკაცის ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საქართველო-რუსეთის ომის მესამე წლისთავზე სახელმწიფო სათათბიროში რატიფიკაციისთვის  შეიტანა შეთანხმება, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების მოქმედებას ეხება, ინფორმაციას ამის შეახებ რუსული მედია ავრცელებს.

ბაზების  განთავსება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  მოსკოვის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან ხელმოწერილი მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების  ძირითადი საკითხია. რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ცნობით, დუმაში შეტანილ დოკუმენტში ბაზების შესახებ ხელშეკრულება 50 წელზეა გათვლილი და მასში   საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  რუსი სამხედროების რიცხოვნობა  7,500 ჯარისკაცით განისაზღვრება  

 „ საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“  დასკვნის მიხედვით  რუსეთი არ ასრულებს მედვევდევი-სარკოზის გეგმის უდიდეს ნაწილს, მას არ გაუყვანია აფხაზეთდან და ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო შენაერთები, „გარდა ამისა მოსკოვი დღემდე არ უშვებს რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ჰუმანიტარულ მისიებს“  -ნათქვამია საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მოსხენებაში რომელიც დღეს „ნოვაია გაზეტამ “ გამოაქვეყნა.

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი  1995 წელს შეიარაღებული კონფლიქტების პროგნიზირებისა და რეგულირების მიზნით გაეროს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების სპონსორობით შეიქმნა. 

კომენტარები