ქართველების თამაში და მოლდოვური სიურპრიზები

ბოლო პერიოდში მოლდოვურ ფეხბურთთან დაკავშირებით კარგად გასახსენებელი არაფერი გვაქვს. ჯერ იყო და ზესტაფონთან დაპირისპირებაში მათი ჩემპიონი დაჩია და მისი ხელმძღვანელობა იქცეოდა სამარცხვინოდ. ახლა უკვე ახალგაზრდული ნაკრებების დონეზეც მოახერხეს თავის გამოჩენა. ქალაქ ორჰეიში ერთმანეთს მოლდოვისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. რეალურად უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და უნდა მოეგოთ კიდეც. უბრალოდ საქმეში გაუთვალისწინებელი ფაქტორები გამოჩნდა და თამაში ფრედ - 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში იტალიური ემპოლის თავდამსხმელმა, ირაკლი შეყილაძემ დააწინაურა. სტუმრებმა ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით მატჩის 64-ე წუთზე გაათანაბრეს. შეცვლაზე შემოსულმა რუსთავის მეტალურგის ფორვარდმა ირაკლი ქობალიამ 84-ე წუთზე ისევ სტუმრები დააწინაურა.

აი აქ კი დაიწყო ყველაზე მთავარი. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მოლდოველმა გენადი სიდენკომ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და თავისიანების გადასარჩენად ძირითად დროს 6 წუთი დაამატა. შემდეგ დაინახა, რომ მასპინძლები ამ დროშიც ვერაფერს აკეთებდნენ და პენალტი გამოიგონა. მოლდოველებმა მეორე 11-მეტრიანიც ზუსტად შეასრულეს და საბოლოოდ თამაში ფრედ დაასრულეს.

ამხანაგური შეხვედრა

მოლდოვა - საქართველო 2:2

გოლები: 0:1 შეყილაძე (32), 1:1 ანდრონიკი (64, პენ.), 1:2 ქობალია (84), 2:2 მანდრიჩენკო (90+5, პენ.)

მოლდოვა: რუსუ, ლეუ, კოსტანდაკი, მანდრიჩენკო, იონიცე (ლამბარსკი, 70), გეორგიევი (სკრიპჩენკო, 88), ანდრონიკი (ტრიბოი, 70), სტარჩუკი (გინსარი, 54), დიულგერი, ჰოვანსკი, ჟარდანი

საქართველო: ზარქუა (ლეგაშვილი, 46), იოსელიანი, აფაქიძე, ჯიშკარიანი, კალანდაძე, ყაზაიშვილი (გუგუჩია, 80), კვეკვესკირი, თარხნიშვილი (ოქრიაშვილი, 46), ჭანტურია (ჯიღაური, 46), ძალამიძე (ქობალია, 46), შეყილაძე (ბეგლარიშვილი, 81)

კომენტარები