ლიბიაში აჯანყებულები კადაფის გამაგრებებს მიუახლოვდნენ

აჯანყებულებმა ლიბიის დედაქალაქის უმთავრესი ნაწილი დაიკავეს და ახლა მუამარ კადაფის უკანასკნელ გამაგრებებს უტევენ. აჯანყებულების პრესსპიკერის განცხადებით, კადაფის ჯარები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ტრიპოლის 15-20%-ს. მძევლადაა აყვანილი კადაფის შვილი, საიფ ალ ისლამი. თავად კადაფის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ის საჯაროდ ბოლოს მაისში გამოჩნდა. მას შემდეგ  მხოლოდ რადიო ჩანაწერებს ავრცელებს. უკანასკნელ ჩანაწერში, რომელიც კვირას გავრცელდა, კადაფიმ ხალხს ტრიპოლის დაცვისკენ მოუწოდა: ”როგორ აძლევთ მათ ნებას კიდევ ერთხელ მოახდინონ ტრიპოლის ოკუპაცია?! ეს გამყიდველები ოკუპანტებისთვის ამზადებენ ტრიპოლის.” ლიბიის ინფორმაციის მინისტრის, მუსა იბრაჰიმის თქმით, კადაფის ჯერ კიდევ ჰყავს 65,000 ჯარისკაცი. თუმცა, ჯარების გარკვეული ნაწილი, მათ შორის სპეციალური ბატალიონი, რომელსაც ტრიპოლის დაცვა ევალებოდა, აჯანყებულებს ჩაბარდა.

BBC-ის ჟურნალისტის ცნობით, ტრიპოლიში იმამმა უკვე კადაფიმდე არსებული მონარქიის ჰიმნის სიმღერა დაიწყო.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია და განაცადა, რომ ”კადაფის დასასრული მოახლოვდა”. საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ გასცა კადაფის, მისი შვილის საიფ ალ ისლამის და დაზვერვის ხელმძღვანელის აბდულა ალ სანუსის დაკავების ორდერი. მათ კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ჩადენაში ედებათ ბრალი.

კომენტარები