14 ოქტომბერს თბილისში „მიმინოს“ პერსონაჟების ძეგლი გაიხსნება

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mimino.png##fbimage#
გიორგი დანელიას „მიმინოს“ ავლაბრის სკვერში ძეგლს გაუხსნიან. ვალიკო მიზანდარის, რუბიკა ხაჩიკიანის და ივან ვოლოხოვის პერსონაჟებს საზოგადოება 14 ოქტომბერს იხილავს.  ძეგლის ავტორი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელია.

6 ივლისს „მიმინოს“ გმირების ძეგლი სომხეთის საკურორტო ქალაქ დილიჟანში გაიხსნა, ცერემონიას საქართველოდან ჩასული დელეგაცია დაესწრო, აგრეთვე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ვახტანგ კიკაბიძე.

14 ოქტომბერს თბილისს ფილმის მსახიობები და მათი ახლობლები ეწვევიან. ძეგლის გახსნის შემდეგ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვახტანგ კიკაბიძის კონცერტი გაიმართება.



კომენტარები