ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს არ შეუშალოს ხელი Nabucco-ს რეალიზაციას

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს არ შეუშალოს ხელი Nabucco-ს რეალიზაციას. მოწოდებით ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი გიუნტერ ეტინგერი გამოვიდა.  მან ხაზი გაუსვა, რომ Nabucco სხვა, შედარებით  ნაკლებად მასშტაბურ პროექტებთან ერთად ”სამხრეთ კორიდორის” სისტემაში შედის. ამ სისტემის პროექტები კი   ითვალისწინებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას თურქეთის არსებული   სატრასპორტო სისტემით, თუმცა მოითხოვს ახალი მიწისზედა და წყალქვეშა გაზსადენების მშენებლობას.  ეტინგერმა გამოთქვა რწმენა, რომ ”სამხრეთ კორიდორთან” დაკავშირებით სტრატეგიული შეთანხმება ამ წლის ბოლომდე იქნება მიღწეული.  


კომენტარები