ახალი სალარო აპარატების გამოყენება სავალდებულო ხდება

2012 წლიდან ახალი GPRS სისტემით აღჭურვილი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება სავალდებულო ხდება. საქართველოში სულ 100 ათასი  სალარო  აპარატია საჭირო, მათი ნახევარი ბულგარულმა კომპანია ”დეიზი ტექნოლოჯიმ” უკვე შემოიტანა, ხოლო დარჩენილ 50 ათასს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შემოიტანს. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთა წლიური ბრუნვაც 30 ათასზე ნაკლებია, ახალი აპარატებისგან განთავისუფლებულები არიან. 100 ათასზე ნაკლები ბრუნვის - საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახური სალარო აპარატებს უფასოდ გადასცემს, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა წლიური ბრუნვა 100 ათასზე მეტია 290 ლარიანი ახალი სალარო აპარატების შეძენა მოუწევთ.

ახალი GPRS სისტემით აღჭურვილ საკონტროლო-სალარო აპარატებს  უკვე იყენებენ თბილისში, რუსთავში, თელავსა და გორში.   

კომენტარები