საპარლამენტო არჩევნები 2012

ახალი მემარჯვენეები მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას

ახალი მემარჯვენეების მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მომავალ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტია  დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს, ბათუმში, აჭარის რეგიონული ოფისის გახსნაზე განაცხადა. გამყრელიძემ განმარტა, რომ ახლები არ აპირებენ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ბლოკის შექმნას. ” ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა იმას, რომ ბოლო წლებში ოპოზიციური პარტიების გაერთიანების და დაშლის პრაქტიკა,  რომელიც თითქოს  საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენდა, ზიანის მომტანი აღმოჩნდა არა მარტო ჩვენი პარტიისთვის, ზოგადად პოლიტიკური პროცესებისთვის” - განაცხადა დავით გამყრელიძემ. ახლები მიჩნევენ, რომ იმ  პოლიტიკურმა პარტიებმა ( რომლებიც არჩევნებში ნდობას მოიპოვებენ) პარლამენტში უნდა მოახდინონ ძალების კონსოლიდაცია. 

კომენტარები