მსოფლიო ბიზნესი

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

სააგენტო Interbrand-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების (Best Global Brands) რეიტინგი გამოქვეყნა. რეიტინგში კომპანია Coca-Cola ლიდერობს უკვე მეთორმეტედ. მისი ღირებულება 2011 წელს 71.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის ღირებულებაზე (70.5 მილიარდი დოლარი) 1.4 მილიარდი დოლარით მეტია. მეორე პოზიცია Best Global Brands – 2011-ის რეიტინგში IBM-მა დაიკავა. მისი ღირებულება   ერთ წელიწადში 6.6 მილიარდი დოლარით გაძვირდა და 69,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზეა Microsoft-ი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ღირებულება 60,895 მილიარდიდან 59,087 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სავაჭრო ნიშნების რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: Google, McDonald's, Intel, Apple, Disney და Hewlett-Packard. Interbrand-ის ანალიტიკოსები ამა თუ იმ ბრენდის ღირებულებას სამი მაჩვენებლით განსაზღვრავენ: კომპანიის საქმიანობის ფინანსური შედეგები, „ბრენდის როლი“ და „ბრენდის ძალა“. 

კომენტარები