გარემოს დაცვა

ახალი სატყეო კოდექსის განხილვა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აგრარული უნივერსიტეტის რექტორს, სატყეო დარგის მეცნიერ–პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ახალი სატყეო კოდექსის პროექტი განიხილა და შენიშვნები მოისმინა.

სატყეო კოდექსი პარლამენტში განსახილველად ოქტომბრის ბოლოს შევა, თუმცა მანამდე კოდექსის საჯარო განხილვა კიდევ ერთხელ გაიმართება.

კომენტარები