ოკუპირებული რეგიონების აღიარება

ავსტრალია რუსეთს წყნარი ოკეანის პატარა სახელმწიფოების ექსპლუატაციაში ადანაშაულებს

ავსტრალიამ  ოფიციალურად დაადანაშაულა  რუსეთი წყნარი ოკეანის პატარა სახელმწიფოებზე  ზემოქმედებაში , მათ მიერ  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების მიზნით.  ცნობილია. რომ  ზემოქმედებისთვის რუსეთი ფინანსებს იყენებს. მან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ ნაურუს 50 მილიონი დოლარი შესთავაზა. ავსტრალია გმობს ამგვარ ქმედებას და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ წყნარი ოკეანის პატარა  სახელმწიფოებისთვის შეთავაზებული დახმარება და ფინანსები  გამჭირვალე არაა. ” საქმე გვაქვს მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფოების ექსპლუატაციასთან” განაცხადა წყნარი ოკეანის სახელმწიფოების საკითხებში  ავსტრალიის ფედერალური მთავრობის საპარლამენტო მდივანმა რიჩარდ მარლსმა.  კანბერაში რუსეთის საელჩოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა  ტიმურ ზივახინმა  საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა წყნარი ოკეანის სახელმწიფოების მიმართ არის აბსოლუტურად გამჭირვალე. მან გაკვირვება გამოხატა რატომ ხდება სპეკულირება ამ თემით და  განმარტა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ნებისმიერი სახელმწიფოს  სუვერენულ უფლებას აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.  

 

 

 



კომენტარები