ევროკავშირში საქართველოსა და რუსეთის შეთანხმება მოიწონეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი თბილისსა და მოსკოვს მოუწოდებს უახლოესი დღეების განმავლობაში დაასრულონ შეთანხმების მიღწევა  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში  (WTO) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.  

საქართველოს მხარემ  27 ოქტომბერს განაცხადა, რომ დათანხმდა შვეიცარიელი შუამავლების მიერ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში  გაწევრიანების თაობაზე წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებას . ახლა ჯერი რუსეთზეა, რომელმაც საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე დღე  მოითხოვა .

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ  New York Times–ს განუმარტა რას გულისხმობს შვეიცარიის კომპრომისული წინადადება.   ბოკერიამ  აღნიშნა, რომ  , ტვირთების მონიტორინგის მიზნით  კერძო ფირმები განათავსებენ დამკვირვებლებს საზღვრის რუსეთის და საქართველოს მხარეს, თუმცა არა სეპარატისტული რეგიონების შიგნით.  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის  თქმით, კონტრაქტორ ფირმებს დაიქირავებს ნეიტრალური მესამე მხარე, როგორიცაა შვეიცარია ან ევროკავშირი.

კომენტარები