WTO-ში რუსეთის გაწევრიანებას საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტები განიხილავენ

რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანზიაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საბოლოო მოლაპარაკება საქართველოს  და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტებს შორის დღეს ,ბათუმში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.

შვეიცარიისპრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი მოსკოვში იმყოფებოდა და რუსულ მხარესთან  ის წინადადება განიხილა, რომელზე თანხმობაც  საქართველომ  უკვე განაცხადა.

შცვეიცარიის ბოლო  წინადადება,  საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის ორკომპონენტიან სისტემას ითვალისწინებს - ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას და ტვირთების კონტროლს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. დამკვირვებლები კერძო კომპანიის წარმომადგენლები  უნდა იყვნენ , რომლებიც ანგარიშვალდებულები იქნებიან მესამე მხრის-  ევროკავშირისა ან შვეიცარიის წინაშე. შეთანხმების პროექტი  ითვალისწინებს  დავების საერთაშორისო არბიტრაჟში განხილვასაც.

 "იმედს ვიტოვებთ, რომ გათალისწინებული იქნება ის კომპრომისული ხედვა, რომელიც შვეიცარიამ, როგორც მედიატორმა წარმოადგინა. ეს წინადადება ჩვენი გადმოსახედიდან არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რუსეთისთვსიაც მისაღები უნდა იყოს“,  - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

გუშინ შვეიცარიის პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი რუს კოლეგას დმიტრი მედვედევს შეხვდა. ორივე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდება და რუსეთი WTO-ში წლის ბოლომდე გაწევრიანდება.

როგორც მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითებში არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, შეთანხმების პროექტში „არსებობს რიგი საკითები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს“. მისი თქმით, საბოლოო შეთანხების მიღწევა შესაძლოა „რამდენიმე საათში“ მოხერხდეს. 

რუსული მხარის შენიშვნებს საქართველოს ხელისუფლებას შვეიცარიის პრეზიდენტი გააცნობს. სავარაუდოდ, მოლაპარაკებების პროცესში მოსკოვთან სატელეფონო კონსულტაციებიც გაიმართება. 

კომენტარები