ივანიშვილის მოქალაქეობა

ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება

არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლის" ინიციატივით ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება იწყება. არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლის" ხელმძღვანელის იური ვაზაგაშვილის განცხადებით, ხელმოწერების შეგროვების გარდა, ღონისძიების ორგანიზატორები ბანკ "ქართუს" მხარდასაჭერ აქციაში ჩაერთვებიან და პირად ანგარიშებს სწორედ აღნიშნულ ბანკში გადაიტანენ.

 გია ხუხაშვილის განცხადებით, "იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს საქართველო მოქალაქეობას არ მისცემენ, ის საქართველოს მოქალაქის პასპორტზე უარს იტყვის".  ხუხაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

 

 

კომენტარები