მედვედევმა დაადასტურა WTO საკითხზე შეთანხმება

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებებში რუსეთი მზადაა მიიღოს შვეიცარიის კომპრომისული წინადადება. მოლაპარკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მედვედევმა კომენტარი კანში, დიდი ოცეულის სამიტის მიმდინარეობისას გააკეთა. ჟურნალისტებს მან უთხრა: ” ყველაფერი თქვა მედვედკოვმა, მე კი როგორ მედვედევი ვადასტურებ მის ნთქვამს”. მანამდე, WTO-ს საკითხებზე მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მედვედკოვმა მედიას აცნობა, რომ რუსეთმა მიიღო შვეიცარიის წინადადება, რაც რუსეთისა და საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პერიმეტრებზე , სავაჭრო დერეფნებში, ტვირთების საერთაშორისო მონიტორონგსა და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. დოკუმენტში სიტყვა საზღვარი მითითებული არ არის. სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული კოორდინატებით აღინიშნება.

კომენტარები