სირიის რეჟიმი

Human Rights Watch: სირიის რეჟიმმა კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა

უფლებადამცევლი ორგანიზაცია ”Human Rights Watch” სირიის მთავრობას ქვეყნის ამბოხებულ რეგიონში ჰომსში, ”კაცობრიობის წინაშე დანაშაულის” ჩადენაში ადანაშაულებს. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ჰომსში, გასული აპრილიდან მოყოლებული, 587 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ორგანიზაციამ მოუწოდა არაბთა ლიგას ჯგუფიდან გარიცხოს სირია, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წამომადგენლების წინააღმდეგ სანქციები დაწესება მოუწოდა და მოითხოვა სირიის რეჟიმის საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს.

კომენტარები