სექსუალური თავისუფლება

ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე საქართველოში

20 ნოემბერს მსოფლიოში ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ მოვლენას საქართველოშიც გამოეხმაურნენ. ასოციაცია ”ლგბტ საქართველოს” ორგანიზებით ვაკის პარკის შადრევანთან მცირე აქცია გაიმათა. აქციის მიზანი იმ ადამიანების ხსოვნისთვის პატივის მიგება იყო, რომლებიც ტრანსფობიასა და ჰომოფობიას ემსხვერპლნენ.

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1999 წლიდან აღინიშნება. თავდაპირველად, ამ დღის ინსპირატორი ამერიკელი ტრანსგენდერი ქალის, რიტა ჰესტერის მკვლელობა გახდა. მსგავსი აქცია საქართველოში პირველად ჩატარდა. მისმა მონაწილეებმა  სიმბოლურად ცაში საჰაერო ბუშტები გაუშვეს.

კომენტარები