მიხეილ ხოდორკოვსკი

რუსული კინოთეატრები ფილმ ”ხოდორკოვსკის” არ უჩვენებენ

რუსეთში, დოკუმენტური ფილმი ”ხოდორკოვსკი” გამოსვლისთანავე სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. იუკოსის ყოფილი თანამფლობელის, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ხოდორკოვსკის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებაზე რუსული კინოთეატრების უმრავლესობა უარს ამბობს.

რუსული წარმოშობის გერმანელმა რეჟისორმა კირილ ტუშმა დოკუმენტურ კინოში ჩართო ბიზნესმენის ინტერვიუები, ვლადიმერ პუტინის, ანატოლი ჩუბაისისა და ჯორც ბუშის განცხადებები. როგორც ფილმის დისტრიბუტორები აცხადებენ, ჩვენებაზე მოსკოვის ყველა კინოთეატრიდან, რომელიც უწინ დათანხმდა ფილმის მიღებას, მხოლოდ ერთი, ”ელდარი” დარჩა ძველ პოზიციაზე.

 

კომენტარები