ინფრასტრუქტურა

განახლებული აღმაშენებლის გამზირი გაიხსნა

დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია  და მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტრუქცია დასრულდა.  

 “ამ ეტაპზე ყველა დაგეგმილი სამუშაოების და სახლების რეაბილიტაცია დასრულდა. გამაგრდა თითოეული სახლის საძირკველი,მთლიანად შეიცვალა გადახურვის კონსტრუქციები და საფარი, აღდგა ნაძერწი დეტალები და რესტავრაცია ჩაუტარდა ფასადებს. გამწვანდა და კეთილმოეწყო გამზირზე მდებარე სკვერები, ქუჩის მთელ სიგრძეზე დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე გარე-განათების სისტემა, მიწისქვეშ გამოიცვალა საინჟინრო კომუნიკაციები, ტროტუარები “ – განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.  რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი 23 ნოემბერს . ვარდების რევოლუციის მე-8-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა. 

კომენტარები