ბაჰრეინი

ბაჰრეინის სამხედროებმა ,,ძალაუფლებას გადაამეტეს“

დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მომზადებული მოხსენების მიხედვით, ბაჰრეინის უსაფრთხოების ძალებმა ანტისამთავრობო გამოსვლების დაშლისას გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს. საბჭო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული წევრებისგან იყო დაკომპლექტებული და სუნიტური მთავრობა ხელმძღვანელობდა. ანგარიშის მიხედვით, ძალადობის მსხვერპლთა შორის შიიტი დემონსტრანტები ჭარბობდნენ.

სამთავრობო ძალებმა  აქციის წევრები სცემეს, მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ხელკეტები და სხვადასხვა ტიპის ელექტრონული საშუალებების გამოიყენეს. მთავრობამ ყველა ბრალდება აღიარა, თუმცა დასძინა, რომ მოსახლეობის წამება სისტემატურად არ მიმდინარეობდა. სინანულის ნიშნად, ქვეყნის მეფემ, ჰამა ბინ ისა ალ ხალიფამ ბოდიში მოიხადა.

მოხსენებას ქვეყნის ოპოზიცია ფრთხილად შეხვდა. მათი ლიდერების განცხადებით, ისინი ჯერჯერობით მთავრობის რეაქციებს დაელოდებიან.

კომენტარები