”ბათუმელები”

ომბუდცმენმა პროკურატურას მოუწოდა შეისწავლის გაზეთ ”ბათუმელების” ინფორმაცია

საქართველოს სახალხო დამცველმა  მოუწოდა პროკურატურას შეისწავლოს გაზეთ ”ბათუმელების” წარმომადგენლის ინფორმაცია, საქმეზე ჭეშმარიტების დადგომის მიზნით. გაზეთ ”ბათუმელების”  წარმომადგენელი მზია ამაღლობელი ირწმუნება, რომ  ამოიცნო პირი, რომელიც გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების კოორდინატორს  თედო  ჯაფარიძეს აშანტაჟებდა.  ლაპარაკია საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც ”ბათუმელები”   დეტალების გარკვევას 2 წელია ცდილობს. მისი თანამშრომლები აცხადებენ, რომ 2009 წლის ნოემბერში,  გაზეთის  ჟურნალისტური  გამოძიების კოორდინატორი ბათუმში, შინაგან   საქმეთა სამინისტროს შენობაში შანტაჟის გზით მიიყვანეს და ასევე შანტაჟის გზით მას  სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა მოსთხოვეს. მზია ამაღლობელი ამბობს, რომ მაშინ  თან ახლდა  თედო ჯაფარიძეს და  მომხდარიდან 2 წელში თბილისში ამოიცნო პირი, რომელიც ჯაფარიძეს აშანტაჟებდა.  ერთი სიტყვით  გაზეთის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ   ჟურნალისტზე ზეწოლას  შინაგან საქმეთა სამინიტროს კონტრდაზვერვს დეპარტამენტის თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი  ახორციელებდა, მათ რეაგირებისთვის  საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრსაც მიმართეს.  სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი  წერია: ”ჩვენს ხელთ არსებული კორესპონდენციების თანახმად 2010 წლის 18  თებერვალს აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის  პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით. სამწუხაროდ თედო ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული ქმედების ფაქტზე გამოძიება არ არის დასრულებული.” 

კომენტარები