თურქეთთან ურთიერთობა

თურქეთ- საქართველოს სავიზო რეჟიმი კიდევ უფრო მარტივდება

საქართველოსა და თურქეთს  შორის გამარტივებული სავიზო  რეჟიმი კიდევ უფრო მარტივდება. 10 დეკემბრიდან ორივე ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთისა და საქართველოს საზღვრის გადაკვეთა    პასპორტის გარეშეც შეეძლებათ. ახალი ორენოვანი ელექტრონული პირადობის მოწმობები  საქართველოს მოქალაქეებისთვის საკმარისი იქნება   საქართველო-თურქეთის საზღვრის გადასაკვეთად.  ამას გარდა, როგორც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განმარტა,  10 დეკემბერს ძალაში შევა დამატებები ადრე გაფორმებულ შეთანხმებაში, რის შემდეგაც მფირნავებს და მეზღვაურებს საქართველოდან და თურქეთიდან,  საზღვრის გადაკვეთა საზღვაო წიგნაკებისა და საჰაერო ლაინერის ეკიპაჟის წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატით შეეძლებათ. შეთანხმებას სავიზო რეჟიმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ   2011 წლის 31 მაისს, სარფში მოეწერა ხელი. 

კომენტარები