CNN-ის გმირები

CNN-მა წლის გმირი დაასახელა

კვირა საღამოს, CNN-მა წლის გმირი გამოავლინა.

ეს ტიტული რობინ ლიმს ერდო - ამერიკელი ქალს, რომელიც ათასობით ღარიბ ინდონეზიელ ქალს ორსულობის ჯანრთელად გატარებასა  და მშობიარობაში  დაეხმარა.

”დედა რობინი”, როგორც მას ინდონეზიაში მოიხსენიებენ, უფასო სამედიცინო მომსახურეობას სთავაზობს ორსულ და მშობიარე ქალებს, რომელთაც, სხვა შემთხვევაში, ამის საშუალება არ ექნებოდათ.

მას შემდეგ, რაც  უმცროსი და ორსულობის თანმხლები გართულებების გამო გარდაეცვალა, ლიმი პროფესიონალი მეანი გახდა და მომავალი ცხოვრება ინდონეზიაში დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან ბრძოლას მიუძღვნა.  2003 წლიდან, მისმა კლინიკამ  ”ჯანმრთელი დედების დედამიწა”, ათასობით ინდონეზიელ ქალს გაუწია სამედიცინო მომსახურეობა.

წლის გმირი CNN-ის ვებ-გვერდზე გამოვლინდა.  გამოკითხვა 11 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. გარდა  იმ 50 000$-ისა, რომელიც ათეულში შესულმა ყველა გმირმა მიიღო, ლიმს დამატებით 250 000$ გადაეცემა .

 

ეს CNN-ის რიგით მეხუთე დაჯილდოვების ცერემონიალი გახლდათ.

კომენტარები