რუსეთი

გორბაჩოვი: პუტინი უნდა წავიდეს

საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს გადადგომისკენ და პრეზიდენტობაზე უარის თქმისკენ  მოუწოდა.

 „ვლადიმირ პუტინს ახლავე წავსლას ვურჩევდი. იგი ხელისუფლებაში სამი ვადით იყო, ორჯერ პრეზიდენტის და ერთხელ პრემიერის რანგში. ეს საკმარისია. რადგან მის გარშემო გარკვეული წრეები და კლანები ჩამოყალიბდა,“ - განაცხადა გორბაჩოვმა რადიო ეხო მოსკვი-ს ეთერში.  

 გორბაჩოვის თქმთ, პუტინის ადგილას იგი სწორედ ასე მოიქცეოდა და ამ შემთხვევაში „დაცული იქნებოდა ყველაფერი კარგი, რაც მან გააკეთა“.

კომენტარები