სახელმწიფო და ეკლესია

პრეზიდენტმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 34 წელი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წელი მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში პირველ ლედისთან, სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად მივიდა.

ტაძარში ასევე მივიდნენ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერები - მიხეილ მაჭავარიანი და რუსუდან კერვალიშვილი, ოპოზიციის წარმომადგენლები.

სამების ტაძარში ილია მეორის აღსაყდრების 34 წლისთავისადმი მიძღვნილი წირვა ჩატარდა.

 

კომენტარები