შემოწმება

ეროვნული ავიაკომპანიების რაოდენობა შემცირდა

2011 წელს ეროვნული ავიაკომპანიების რაოდენობა 24-დან 10-მდე შემცირდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს შემცირება ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების კუთხით გატარებულმა შემოწმებამ განაპირობა. 79-დან 44-მდე შემცირდა საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობაც. საავიაციო პერსონალის, სამოქალაქო აეროპორტების, საავიაციო სასწავლო დაწესებულებების და ავიასაწარმოების ინსპექტირება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

კომენტარები