მედიცინა

რინგერის საინფუზიო ხსნარი ხმარებიდან ამოიღეს

 ჯანდაცვის სამინისტრომ რინგერის საინფუზიო ხსნარი  (500 მილიგრამი, სერია 1032905 B) აკრძალა და სააფთიაქო ცენტრიდან მისი სასწრაფო ამოღების განკარგულება გასცა. რინგერის ხსნარის ლაბორატორიული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ პრეპარატი არ შეესაბამება სამედიცინო სტანდარტებს. პრეპარატი დაბინძურებული და არასტერილურია.   საინფუზიო ხსნარი რინგერი 1032905B შოკის მდგომარეობისა და ძლიერი ინტოქსიკაციის დროს გამოიყენება. საქართველოში პრეპარატის იმპორტიორია შპს „ტონუსი“, მწარმოებელი კომპანია „ფარმატეკი“.

კომენტარები