რუსეთი და დიდი ბრიტანეთი

რუსეთის საელჩომ ბრიტანელ პარლამენტარს უპასუხა

 დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ გაკვირვება გამოხატა ბრიტანელი პარლამენტარის დენის მაკშეინის განცხადების გამო.    ლეიბორისტმა პარლამენტარმა მოუწოდა ბრიტანეთის მთავრობას აცნობს პუტინს, რომ   ის   იქნება  არასასურველი სტუმარი ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე, თუკი მანამდე რუსეთი არ გამოასწორებს სიტუაციას  ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

 ბრიტანეთის პარლამენტში  მოსმენებზე სიტყვით გამოსვლისას  მაკშეინმა  გაიხსენა  1980 წელს ,მარგარეტ ტეტჩერმა როგორ მტკიცედ  თქვა უარი მოსკოვის ოლიმპიადაში ბრიტანეთის მონაწილეობაზე.

 დენის  მაკშეინს ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ტონი ბლერის მთავრობაში.  რუსეთის საელჩოში  მის  განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდეს. იქ აღნიშნეს, რომ ”განცვიფრებას იწვევს  ბრიტანელი პარლამენტარის საქციელი” , რომ    მაკშეინის  განცხადების ახსნა  მხოლოდ  ” კარგად შენიღბული ლობისტური ინტერესებით და პირადი მოტივებით” შეიძლება.

კომენტარები