ანტისარაკეტო სარადარო სისტემა

თურქეთში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო რადარი ამოქმედდა

თურქეთში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რადარი ამოქმედდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily News Hürriyet იუწყება. გაზეთის ინფორმაციით, რადარი ანატოლიის აღმოსავლეთ რეგიონ მალატიაშია განლაგებული.

 რადარის პერსონალი ამერიკელი სამხედროებისგან შედგება. თუმცა, ობიექტის მეთაურობა თურქ ოფიცრებს ეკისრებათ.

 გამოცემის ცნობით, თურქეთი NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პროგრამას მას შემდეგ შეუერთდა, რაც ალიანსმა მისი პირობები დააკმაყოფილა. კერძოდ, გერმანიაში, NATO-ს შტაბ-ბინაში, რადარის მონაცემები დამუშავებაში თურქი გენერალი მიიღებს მონაწილეობას. მედიის ცნობით, ანკარა NATO-ს კიდევ ერთ პირობას უყენებდა - რადარის მიერ მოპოვებული მონაცემები არ უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი ისრაელისთვის. დაკმაყოფილა თუ არა ალიანსმა ეს პირობა, დღეისთვის უცნობია.

 აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რესპუბლიკელ სენატორთა ჯგუფმა ობამას ადმინისტრაციას ორჯერ მიმართა თხოვნით, NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რადარის განლაგების ადგილად საქართველოც განეხილა.

 

კომენტარები