რუსეთი და უკრაინა

რუსეთში უკრაინული ყველი დაიწუნეს

 რუსეთის ტერიტორიაზე შეაჩერეს 3 უკრაინული ქარხნის მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია. ქვეყნის მასშტაბით , შესაბამისმა სამსახურმა, ამოიღო 5 ტონა უკრაინული ყველი. ამასთან,  რუსეთში  უკრაინიდამ არ მიიღეს  სარეალიზაციოდ გამზადებული 128, 5 ტონა პროდუქტი. რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, აღნიშნული პროდუქცია არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და „ შეიცავს მცენარეულ ცხიმებს, რაც  მითითებული არ არის სავაჭრო ნიშანზე.“

უკრაინული ყველის მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ  ხარისხთან დაკავშირებით რუსეთში გამოთქმული პრეტენზიები უსაფუძვლოა. უკრაინის მთავრობაში კი  განაცხადეს, რომ მზად არიან მოახდინონ იმ 18-ივე ქარხნის ინსპექტირება, რომელთა  ნაწარმიც  რუსეთის ბაზარზე გადის.

თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, შექმნილ პრობლემას შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.  მან თქვა, რომ რუსეთში,  უკრაინული  ყველისთვის  პრობლემის შექმნა „რუსეთის ევროკავშირის სტანდარტებზე გადანაცვლებამ“ განაპირობა.

 

კომენტარები