შარლოტა ბრონტე

შარლოტა ბრონტეს დაკარგული მოთხრობა მალე გამოქვეყნდება

შარლოტა ბრონტეს მოთხრობა, სახელწოდებით „L'Ingratitude“ 1842 წლის 16 მარტით არის დათარიღებული, მრავალი წლის მანძილზე ის დაკარგულად ითვლებოდა, ხელნაწერს ბელგიის „Musée Royal de Mariemont“-ში ბრაიან ბრაკენმა მიაკვლია და ის უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ცნობილია რომ მოთხრობა ბრონტემ ბელგიაში ყოფნის დროს დაწერა, დავალება ფრანგული ენის პედაგოგისგან, კონსტანტინ ჰეგერისგან მიიღო, რომლის მიხედვითაც შარლოტას და მის დას, ემილის თავისუფალი თემა უნდა დაეწერათ, ეს პედაგოგის პირველი დავალება იყო, მას შემდეგ რაც გოგოებმა ფრანგული ენის შესწავლა დაიწყეს, ამის გამო მოთხრობა, რომელსაც შარლოტა ბრონტემ „L'Ingratitude“ უწოდა სავსეა შეცდომებით.

ცნობილია, რომ შარლოტა ბრონტე შეყვარებული იყო დაოჯახებულ პედაგოგზე, კონსტანტინ ჰეგერზე, ამას მოწმობს წერილები, რომებსაც იგი ჰეგერს, ინგლისში დაბრუნების შემდეგ წერდა.

მკვლევარ ბრაიან ბრაკენის თქმით, „L'Ingratitude“-ის კვალი 1913 წელს გაქრა, მას შემდეგ რაც ჰეგერის ვაჟმა, პოლმა ხელნაწერი ბელგიელ კოლექციონერს გადასცა.

„L'Ingratitude“ უახლოეს მომავალში დაიბეჭდება და ხელმისაწვდომი გახდება ფართო აუდიტორიისთვის.

 

კომენტარები