Blue Peter Book Awards

უნებისყოფო ბავშვის დღიური -Blue Peter Book Awards-ის გამარჯვებულია

ჯეფ კინის „უნებისყოფო ბავშვის დღიური“ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე გამოცემულ საუკეთესო საბავშვო წიგნად დასახელდა. მან უკან ჩამოიტოვა „ჰარი პოტერი“ და „ჰორიდ ჰენრი“.

„უნებისყოფო ბავშვის დღიური“ პირველი ნაწილია წიგნისა, რომელიც მწერალმა გამოსცა.

ჯეფ კინმა ისტორია გრეგ ჰეფლის შესახებ 2007 წელს გამოაქვეყნდა და სწორედ გრეგის ისტორიას და სკოლის პრობლემებს ეხება.

„Blue Peter Book Awards”-ის ხმის მიცემაში მონაწილეობას 15 000 ბავშვი იღებდა, ათწლეულის საუკეთესო საბავშვო წიგნის ტიტულის მოსაპოვებლად კი 10 ბესტსელერი იბრძოდა.

ამერიკელი მწერლის, ჯეფ კინის განცხადებით, შედეგით ის შოკირებული დარჩა: „როდესაც ვნახე, თუ რომელი წიგნები იღებდნენ კონკურში მონაწილეობას, ვიფიქრე, რომ გამარჯვების შანსი არ მქონდა“.

„Blue Peter Book Awards” ყოველწლიურად, 2000 წლიდან ტარდება.

 

კომენტარები