Speak Up in Georgia

პროექტი ,,Speak Up in Georgia’’

13 მარტს,  თბილისში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით  ,,Speak Up in Georgia.’’ ეს საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებში პრაქტიკული ინგლისური ენისა და ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტი საქართველოს 8 ქალაქში  განხორციელდება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 16-იდან 27 წლამდე, ინგლისური ენის საშუალო დონეზე მცოდნე ახალგაზრდებს. პროექტის პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრო.  პროექტი ,,Speak Up in Georgia’’ ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტში მონაწილოება უფასოა,  მსურველებმა  უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-საიტზე www.speakup.ge ან მიმართონ ქალაქის მუნიციპალიტეტს. 

კომენტარები